15 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
შავით თეთრზე დამტკიცდა, რომ ნიკა გვარამიამ 7 მილიონი ლარით აზარალა "რუსთავი 2" - ირაკლი ზარქუა

ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება ირაკლი ზარქუა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, დამტკიცდა, რომ ნიკა გვარამიამ 7 მილიონი ლარით აზარალა "რუსთავი 2". 

"აქ არის მტკიცებულებების ერთობლიობა, სადაც შავით თეთრზე დამტკიცდა, რომ პატიმარმა გვარამიამ 7 მილიონი ლარით აზარალა რუსთავი 2. მე მივმართავ ყველა ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, მათ შორის სენატის წარმომადგენლებს და ყველას, თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ნებისმიერ ადამიანს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია რომ ის არის ჟურნალისტი ან ის არის მედიის ხელმძღვანელი, თუ 7 მილიონს მოპარავდა ან გაფლანგავდა რომელიმე კერძო კომპანიის, თქვენ მერე გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა?" - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

 

დღის ამბები