15 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ - კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მედიაში მუშაობის სტატუსი სამართლებრივ მოქმედებებს ვერ შეაჩერებს.

"კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი," - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, კობახიძის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არის თუ არა, კალაძე ასე პასუხობს: "არანაირი დამაზიანებელი არ არის არაფერი".

"კონკრეტულ ფაქტზე არის საუბარი, რა შუაშია დაზიანება?!" - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები