15 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
რევოლუცია და ე.წ. მეორე ფრონტი ახლა სრულად რუსეთის ინტერესშია, რადგან მას არ სურს დაკარგოს შემოსავალი და ბერკეტები - რამაზ საყვარელიძე

პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დღეს რევოლუციები აღარავის სურს და სააკაშვილი სწორედ რევოლუციის სიმბოლოა.

"დღეს რევოლუციები აღარავის სურს. სააკაშვილი სწორედ რევოლუციის სიმბოლოა და თავადაც ამბობს, რომ უნდა მოხდეს რევოლუცია. მისი და მისი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ის რევოლუციური პოლიტიკური ფორმულა, რომლის ავტორადაც აღიქმება, აღარ არის აქტუალური და მით უმეტეს, საქართველოში," - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. 

კითხვაზე - რატომ? რამაზ საყვარელიძე პასუხობს, რომ უკრაინაში ომის გამო. მისივე თქმით, რევოლუცია და ე.წ. მეორე ფრონტი ახლა სრულად რუსეთის ინტერესშია, რადგან მას არ სურს დაკარგოს შემოსავალი და ბერკეტები.

"რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აღმოსავლეთიდან პრაქტიკულად მთელი სატრანსპორტო გადაზიდვების გადატანა მოჰყვა - ანუ აზიის დიდმა ქვეყნებმა, ჩინეთმა და ინდოეთმა, გადაზიდვები დაიწყეს რუსეთის გვერდის ავლით და ეს ნიშნავს, რომ ტვირთები ევროპაში კავკასიისა და უპირველესად საქართველოს გავლით უნდა მოხვდეს. შესაბამისად, კავკასიური ხაზის შენარჩუნება უკვე აზიის ინტერესშიც არის და მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიოსთვის აზია ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.

აღარაფერს ვამბობ ენერგომატარებლებზე, რომლებიც საქართველოზე გადის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება აქ რევოლუცია ვინმეს სურდეს? რევოლუცია ხომ იმას ნიშნავს, რომ აქაც ვეღარ გაატარებენ დიდ ტვირთებს და ისევ რუსეთთან მიბრუნება მოუწევთ. რევოლუცია და ე.წ. მეორე ფრონტი ახლა სრულად რუსეთის ინტერესშია, რადგან მას სურს არ დაკარგოს შემოსავალი და ბერკეტები. რევოლუციები და ომები სხვას არავის აინტერესებს. ამიტომ არის, რომ სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს," - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

დღის ამბები