ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიზირებულ პროცესად არ მიიჩნევს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას მხარეს შეუძლია საქმე შემდგომ ინსტანციებში განიხილონ.
"წინ არის ორი ინსტანცია, შემდეგ არის სტრასბურგის სასამართლო, თუ მათ მოუნდებათ, იქ წაიღონ ეს საქმე და იქ განიხილონ საქმის დეტალები. მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნისა, ამგვარი შთაბეჭდილება არ შემქმნია და რაც შეეხება როგორც პარლამენტის წევრის მოსაზრებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ არის პოლიტიზირებული პროცესი," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.