"ექსპო-ჯორჯიაში" ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის, "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროექტი 1500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას ხელს შეუწყობს განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები. მის ფარგლებში სულ შეიქმნება და განვითარდება 50-მდე ბიზნესი.