საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე წერს.
ასევე, რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რეფორმები მართლმსაჯულებაში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები, გადამწყვეტად რჩება ქვეყნის ევროპული გზისთვის
"კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში.
საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. რეფორმები მართლმსაჯულებაში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში," - აცხადებს რობერტა მეცოლა.