15 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად შეიტანეს

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად შეიტანეს. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში შეტანილ განაცხადებზე ოფიციალურ პასუხს ქვეყნები სავარაუდოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებენ, თუმცა მათ უკვე აქვთ ალიანსის წევრი ქვეყნების თითქმის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგება და პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მათ ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერენ. 

ნატოში გასაწევრიანებლად კი ალიანსის წევრების სრული მხარდაჭერაა საჭირო. ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში, დიპლომატების აზრით, ნატოში ახალი წევრების მიღების პროცედურას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

 

 

 

დღის ამბები