NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერი twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.
სტოლტენბერგსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დღეს, 18 მაისს გაიმართება.
აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც. აქვე წერია, რომ შეხვედრაზე მედიას არ დაუშვებენ.
დაახლოებით ორი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია დღეს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ, რაც, ერთ-ერთი ვერსიით, იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. თუმცა ცოტა ხნის თავად ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს შედგება.