15 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
ოლივერ ვარჰეი - შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეის თქმით, შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო.

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერის გამოხატვას, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გავლენა შემსუბუქდეს. შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო",- აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები