საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე იმ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, რომლებიც, მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ვიზიტის გადადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ნიშნის მოგებით გამოეხმაურა",
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ შეხვედრა შედგა - იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში.
,,ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობასაც. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა გაგიხარდეს შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თუ ნატოს გენერალურ მდივანს ვერ შეხვდება?! შეხვედრა შედგა - იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში,” - წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.