შარლ მიშელი ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებული პროცესის საჭიროებაზე საუბრობს. ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დადგა კონკრეტული მოქმედების დრო. მისივე თქმით, თუ ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს, მას აქტიური მონაწილეობისკენ უნდა მოუწოდონ.
"ახლა დროა, შევქმნათ ახალი იმპულსი რეფორმების წახალისებისა და ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს დაჩქარებული, ეტაპობრივი და შეუქცევადი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, შევთავაზოთ კონკრეტული სოციო-ეკონომიკური უპირატესობები ჩვენს პარტნიორებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისას, მოლაპარაკებების ბოლომდე ლოდინის გარეშე.
გამოსავალი, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს, პროგრესული და თანდათანობითი ინტეგრაცია გაწევრიანების პროცესში. მეტი მეტისთვის. მაგალითად, როდესაც ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს მოცემულ სექტორში. მას შეიძლება მოუწოდოთ აქტიური მონაწილეობისკენ, ხმის უფლებით მინისტრთა საბჭოს მუშაობაში, დღის წესრიგისა და მასში გაწერილი თემების შესაბამისად.
რა იქნება მთავარი სარგებელი ამ ახალი გაფართოების პროცესის? ის მიმართული იქნება სტრუქტურული რეფორმების წახალისებასა და დაჩქარებაზე, რაც აუცილებელია ამ ქვეყნების ევროკავშირთან კავშირების გაუმჯობესებისთვის," - ამბობს შარლ მიშელი.