ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი საპროტესტო მსვლელობა ღამით "მთავარი არხის" ოფისთან დასრულდა. მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ "მთავარი არხის" წარმომადგენლები. მათი თქმით, ბრძოლა გრძელდება.
საპროტესტო აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. "მთავარ არხთან" მისვლამდე აქციის მონაწილეებმა ფეხით გაიარეს თბილისის ცენტრი, შეჩერდნენ პარლამენტთანაც.