გამოაცხადებს, თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს - პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განმუხტვის ერთ-ერთ გზას სწორედ მანდატების დათმობა წარმოადგენს. თუმცა "გირჩში" აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს არ შეუერთდებიან და ამის მოლოდინი არც სხვა ოპოზიციური პარტიებისგან აქვთ.
"ქვეყანაში არის ძალიან მძიმე და კრიზისული ვითარება, ამ დროს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მანდატების დატოვება. მე, ზოგადად, პარლამენტარიზმის მომხრე ვარ და ოპოზიცია პარლამენტში აქტიურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ არ უნდა იქცეს ოპოზიცია შირმად იმისათვის რომ გააპრავოს მრავალპარტიული პარლამენტი ამ ხელისუფლების პირობებში," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.