საქართველოში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველის ვიზიტს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აფასებს. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მაღალი რანგის დიპლომატის სტუმრობა, ქვეყნის და იმ კურსის მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც საქართველოს აქვს.
"მაღალი რანგის დიპლომატია ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის ცალსახად მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და იმ კურსის, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს აღებული. ცხადია, ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ თითოეულ საკითხზე მათთან გვაქვს კონსულტაციები და ეს არის მნიშვნელოვანი ზუსტად იმ ჭრილიდან გამომდინარე, რომ დღეს, საქართველოს ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს, გახდეს სრულფასოვანი წევრი ევროკავშირი", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პარტნიორებთან კონსულტაციების გამართვის საგანი ქვეყენაში მიმდინარე რეფორმები ხშირად არის ხოლმე.
"თუკი საკითხი უკავშირდება რეფორმას, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით, სხვა საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ვმართავთ კიდეც კონსულტაციებსაც და რჩევებსაც ვიღებთ, რომელიც უკავშირდება შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნისთვის და ერთი ქეისი ვერ გახდება განხილვის საგანი მარტივი მიზეზის გამო, არ შეიძლება მქონდეს წვდომა კონკრეტულ საკითხებზე", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.