"აწარმოე საქართველოში", ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა, მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოდ დაასახელა.
დაჯილდოების ცერემონია განაში გაიმართა, სადაც სააგენტოს დირექტორს ჯილდო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გადასცა. დაჯილდოება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში 70-ზე მეტი ქვეყნა მონაწილეობს.