კანონპროექტი უკრაინის 40 მილიარდიანი დახმარების შესახებ, სენატმა დაამტკიცა და ის უკვე ხელმოსაწერად პრეზიდენტთან არის გაგზავნილი. ზედა პალატაში, უკრაინის დახმარებას ყველა დემოკრატმა დაუჭირა მხარი.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაქ შუმერმა, უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეებს კენჭისყრის დაწყებამდე მიმართა. შუმერი შეეცადა კოლეგებისთვის აეხსნა, როგორი არასწორი იყო პუტინის მიმართ ტრამპის პოლიტიკა.
"ამ გადაუდებელი დახმარების მიღებით სენატი ეუბნება უკრაინელ ხალხს, რომ გზაშია რეალური, მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც მათ გამარჯვებას უზრუნველყოფს. გზაშია დახმარება გამარჯვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯაველინების, სტინგერების და სხვა აღჭურვილობის სახით, საჭმელით და თავშესაფრით იმ 6 მილიონი უკრაინელისთვის, რომელიც მეზობელ ქვეყნებში გაექცა პუტინის სასტიკ, შემზარავ დაბომბვებს. მიმაჩნია, რომ ის სამხედრო დამნაშავეა.
როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი "მაგა" რესპუბლიკელი ისეთვე რბილია პუტინის მეთოდების მიმართ, რომელიც ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის - ტრამპის მხრიდან ვნახეთ. ყველამ ვიცით, როგორი რეაქცია ჰქონდა ტრამპს პუტინის მიმართ. ზოგჯერ პირფერობის, ზოგჯერ დამფრთხალი. ახლა ჩვენ პუტინის სისასტიკეს ვუყურებთ. ვნახეთ, როგორც ცდებოდა ტრამპი, თუმცა ამ 11-მა "მაგა" რესპუბლიკელმა ხმა დებატების წინააღმდეგაც კი მისცა" - განაცხადა შუმერმა.