15 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
გერმანიის კანცლერი უკრაინაში კვლავ კრიტიკის სამიზნეა - რადას წევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ჩადის შოლცი კიევში

გერმანიის კანცლერი უკრაინაში კვლავ კრიტიკის სამიზნეა. რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ოლაფ შოლცი კიევში ამ დრომდე არ ჩასულა.

"გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის ახსნა-განმარტება. შესაძლო ახსნა-განმარტებებს შორის: 1. ძალიან დაკავებულია 2. რცხვენია თავისი პოლიტიკის 3. ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა," - დაწერა ოლექსანდ მერეჟკომ.

შოლცს აკრიტიკებს გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკიც. უკრაინელი დიპლომატის თქმით, შთაბეჭდილება აქვს რომ კანცლერს არ სურს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება.

დღის ამბები