15 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როდესაც მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს - იაგო ხვიჩია

 

არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როდესაც მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს იმიტომ, რომ ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც არის ძალიან შესამჩნევი ყველასთვის ,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის «გირჩი» თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონისა და ანა ფოტიგას პოზიციის შესახებ ისაუბრა და მათ "ანტი-ევროკავშირი"უწოდა.

"ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს თავის ლობისტები, რომლებიც მის ინტერესებსაც ითვალისწინებენ და "ქართულ ოცნებას" ხომ ჰყავს და ჰყავს. არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როდესაც მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს იმიტომ, რომ ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც არის ძალიან შესამჩნევი ყველასთვის და გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარებს, მაშინ მოიქეცით ევროპელებივით," - ამბობს იაგო ხვიჩია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც და ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ევროპარლამენტზე თავდასხმა.

,,ჩვენ გვახსოვს ბატონი კობახიძის და მისი გუნდელების თავდასხმა სხვა ევროპარლამენტარებზეც, რომლებსაც გაუკრიტიკებიათ საქართველო, რჩევა მიუციათ და რეკომენდაცია, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარის და მმართველი პარტიის ლიდერის ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური კურსის დაზიანება და ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება იმ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომლებიც წლებია იცავენ საქართველოს ინტერესებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას" წევრმა ანა წითლიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი ის, რომ ირაკლი კობახიძე შეთქმულებებზე საუბრობს, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ "ქართულ ოცნებას" 10 წლის თავზე არც ერთი საკითხი არ გააჩნია, რითიც ამომრჩევლის წინაშე წარდგება.

შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას "ტვიტერში" გამოეხმაურა.

"ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება," -წერს ევროპარლამენტარი.

 

დღის ამბები