ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, ამერიკელ სენატორებთან შეხვდა გამართა. დავით ზალკალიანმა სენატორ ბენ კარდინთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საქართველო რომ ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ეს სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დავით ზალკალიანმა სენატორს თხოვნით მიმართა, საქართველოს მხარდამჭერი აქტის კანონად ქცევის პროცესში, რაზეც თანხმობა მიიღო.
სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას დაუთმეს, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს სენატში განგრძობითი ხასიათი ექნება.