დანია საქართველოში საელჩოს გახსნის. გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მხარდაჭერასაც. საქართველოს პირველი დიპლომატი და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.