15 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ოპოზიციის წევრები უვიზო რეჟიმის დაწესებამდე ევროკავშირში დადიოდნენ და ემუდარებოდნენ, მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ, ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ იდენტური ინფორმაცია მოვისმინე - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქარელში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ყოფნისას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები უვიზო რეჟიმის დაწესებამდე ევროკავშირში დადიოდნენ და მათ ლიდერებს სთხოვდნენ, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ.

პრემიერმა ასევე ანიშნა, რომ ოპოზიციის ინტერესია ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს და დაისაჯოს:

"მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები გვიყვებოდნენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირში დადიოდნენ, ათას ცილისწამებას ავრცელებდნენ, რომ რაიმენაირად ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ ევროკავშირისგან და ემუდარებოდნენ მათ. ასეთი ტიპის მტრობასთან გვქონდა საქმე. 

უფრო მეტიც, როდესაც რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ვიყავი, ზუსტად იდენტური ინფორმაცია მოვისმინე. ძალიან ცნობილი ლიდერები, რომელთა სახელებს სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, ამბობდნენ, რომ რა ხდება რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რომ რამენაირად იქნებ არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაშიო. ასეთი მტრობა და მავნებლობა დანაშაულია. ამით მათი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს და დაისაჯოს. აქ ჩვენზე კი არ არის საუბარი, ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი. 

მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვუთხრა ჩვენს ხალხს - ჩვენმა მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ყველა მთავრობაზე მეტი გააკეთა. 

ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, რომ 2014 წელს ხელი მომეწერა. ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომლის შესრულების მხრივაც ჩვენ ყველა ქვეყანას ვუსწრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ასოცირებულ ტრიოსაც კი ვუსწრებთ ყველა პარამეტრით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

დღის ამბები