მთავრობის რეგიონული ტურნე გრძელდება. დღეს პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში ჩავიდა.
გორი, ხაშური, ქარელი, კასპი - ეს ის ქალაქებია, სადაც მთავრობის მეთაურმა ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც "განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარამდეა.