ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა და პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა, - ეს ენტონი ბლინკენმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სტუდენტენთან სიტყვითა გამოსვლის დროს განაცხადა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამ სიტყვებით მინიშნება გააკეთა, რომ ვაშინგტონის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ მოხდება.
"ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა, რომ პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა, სახელწოდებით "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა. ანუ აღარ ვიქნებით პრეზიდენტ პუტინთან. მათ თქვეს, რომ ეს "არადიპლომატიური" იქნებოდა." - თქვა ბლინკენმა.