ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
"გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის მოცემული ფაქტი, არ არის ახალი მოვლენა. გვახსოვს იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ არ იყო მათი აგიტაცია წარმატებული და იმედია არც ახლა იქნება.
რამდენჯერაც შედიან ისინი კაბინეტებში, იქიდან გამოდის კონკრეტული მესიჯები, ასე რომ საზოგადოებისთვისაც ცხადია, რა მესიჯებით შედიან კაბინეტებში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.