პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შტურმი სასამართლოზე, მიზნად ისახავს იმას, რომ მოსამართლეებმა არ მიიღონ კანონის უზენაესობასთნას შესაბამისი გადაწყვეტილებები. ოხანაშვილის თქმით, მათ შტურმი აშშ-ის წარმომადგნელობაზეც მიაქვთ.
"ეს კამპანიაც, რომელიც მიზნად ისახავს შტურმს სასამრთლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ და შეახსენონ კიდევ ერთხელ, რასაც ისინი "ნაციონალური მოძრაობის" დროს აკეთებდნენ, რომ მათ არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალსა და კანონის უზენაესობას და ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. მათი, ამ "რადიკალური ოპოზიციის" მიერ შექმნილ აჟიოტაჟს, აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ყველაზე ცუდი აქ რაც იკვეთება - მათ ჩართეს ამ კამპანიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ისე როგორც თითქოს აშშ-ს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს. რა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია ეს ხალხი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობაზე მიაქვთ ასეთი შტურმი." - განაცხადა ოხანაშვილმა.