15 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
იმედი მაქვს, დისკუსიების შედეგად, მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად,  დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება - ირაკლი ღარიბაშვილი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართულ მიღებაზე მიწვევისთვის მადლობას უხდის და  "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. 

 ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები იქნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

"მადლობას ვუხდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართული მიღებისთვის. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად," - წერს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები