15 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
"როცა ესტონეთი შევიდა ევროკავშირში, მას მიჰყვნენ ლატვია და ლიეტუვაც, შეიძლება ასე მოხდეს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის შემთხვევაშიც" - ესტონეთის პრეზიდენტი

დებატებში, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ესტონეთის პრეზიდენტი, მოლდოვას პრემიერი და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდნენ, მთავარი თემა იყო - როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების მიმართ, ვისაც გაცხადებული აქვს ევროპული ინტეგრაციის სურვილი.

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის თქმით, როდესაც ესტონეთი ევროკავშირში გაწევრიანდა, მას მიჰყვნენ ლატვია და ლიეტუვაც და შესაძლოა, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის შემთხვევაშიც ასე მოხდეს.

"გარკვეული გაუგებრობაა, როდესაც ესტონეთი და ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინა უნდა გახდეს წევრობის კანდიდატი. ეს ასევე ეხება საქართველოს, მოლდოვას და არა მხოლოდ უკრაინას. მსურს გაგახსენოთ, რომ როცა ესტონეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, მას მოყვნენ ლატვია და ლიეტუვაც და იმ დროს მტკიცედ გვჯეროდა, რომ ესტონეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთადერთი ბალტიის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებდა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ ერთიანად გავწევრიანდით ევროკავშირში. შესაძლოა, ეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაშიც ასე მოხდეს," - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. 

დღის ამბები