15 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
"ისტორიულ მომენტამდე და შესაძლებლობების ფანჯრის გახსნამდე მოლდოვა, უკრაინა და საქართველო გადავედით ახალ გზაზე" - მოლდოვის პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

საქართველოს პერმიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, მოლდოვას პრემიერმა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღეს დებატებში, რომლის მთავარი თემაც იყო როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების მიმართ, ვისაც გაცხადებული აქვს ევროპული ინტეგრაციის სურვილი.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილიტას განცხადებით, მსოფლიოში წესრიგი იცვლება და ახლა ქვეყნების თვითანალიზის დროა.

"ისტორიულ მომენტამდე და შესაძლებლობების ფანჯრის გახსნამდე მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, ასოცირებული ტრიო გადავედით ახალ გზაზე. ორივეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს, გვქონდა განსხავებული მიდგომები ევროკავშირთან და უფრო დიდი ამბიციების მიმართ. სწორედ ამიტომ ვლაპარაკობთ ახლა ამ სამ ქვეყანაზე, რადგან ეს სახელმწიფოები ახლა განსხვავებულ ადგილზე დგანან. ვფიქრობ, რომ ახალა სხვა ქვეყნების თვითანალიზის დროა. ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ დასკვნებამდე მიგვიყვანს, ვფიქრობ რომ ეს იქნება პროცესი შედეგებით," - განაცხადა გავრილიტამ.

დღის ამბები