15 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
"აღარ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში, ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული" - სალომე სამადაშვილი

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს დებატები იმართება. გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები. პარალელურად, ოპოზიცია აპირებს ხელი მოაწეროს ერთობლივად მომზადებულ წერილს, რომელიც დღესვე ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაეგზავნება. 

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ბრიუსელში არანაირი ნდობა აღარ გააჩნია და ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში წარმოუდგენალად რთულია.

"ახლა მე მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე და რა არის ის მწარე სიმართლე, რომელიც ჩვენ დაგვხვდა ბრიუსელში. აღარ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში, ყველამ იცის, რომ თქვენ არავის სახელით არ საუბრობთ. დღეს, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული. საქართველოს დღეს არ ლობირებს არცერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

რამდენჯერაც ჩახვალთ და უკან დაბრუნდებით - ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ მიიღებთ გრძელ სიას ევროკავშირისგან, ჩამონათვალს პრობლემების, რომელიც გადასაჭრელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც სადღაც აღმოჩნდეს და წინ წავიდეს. მათ შორის არის მიშელის შეთანხმება, მათ შორის არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი უფლებების მდგომარეობა, მათ შორის არის გვარამიას დაპატიმრება; ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან მოგიწოდებთ, დაუბრუნდით მიშელის შეთანხმებას." - განაცხადა სამადაშვილმა.

 

დღის ამბები