ძალიან სწორი განცხადებაა, ზუსტად ისაა, რასაც ვამტკიცებდით ჩვენ. 2012 წლამდეც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო უმძიმესი რეჟიმი მათ შორის სასამართლოში, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა სასამართლო სისტემას და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება უკვე იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო არის მთლიანად რეფორმირებული,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ რამე არის ანტიდასავლური კამპანია, ეს არის ის, როდესაც ოპოზიცია ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს სასამართლოზე ზეწოლაში.
,,ძალიან სწორი განცხადებაა, ზუსტად ისაა, რასაც ვამტკიცებდით ჩვენ. 2012 წლამდეც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო უმძიმესი რეჟიმი მათ შორის სასამართლოში, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა სასამართლო სისტემას და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება უკვე იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო არის მთლიანად რეფორმირებული.
რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ამ განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით.
ეს განცხადება ჩვენთვის ზუსტად ამას ნიშნავს. ამერიკის საელჩო რაღაცას რომ აკეთებს, მერე ამას ღიადაც ამბობს, მე ასე მგონია და როდესაც ამ შინაარსის განცხადება ვრცელდება, ეს არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა და ბრალს სდებდა დანაშაულში ამერიკის საელჩოს, რაც არის სრულიად მიუღებელი მოვლენა.
თუ რამე არის ანტიდასავლური კამპანია, ეს არის ის, როდესაც ოპოზიცია ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს სასამართლოზე ზეწოლაში. ეს არის ანტიდასავლური კამპანია და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას პასუხი გაეცა ცალსახად. ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ვერ იკადრებდა სასამართლოზე ზეწოლას, გამორიცხულია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.