მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით, ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად, პრობლემა აღმოიფხვრა.
როგორც ადვოკატმა კლინიკა "ვივამედში", სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო საერთო სისუსტით გამოწვეული ეპიზოდი.
"გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად, ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები დაუშვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა