26 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
ხვალ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს - "ევროპისკენ" ეს 26 მაისის მთავარი სლოგანია

ხვალ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს. "ევროპისკენ" - ეს 26 მაისის მთავარი სლოგანია. ღონისძიებაზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში, ცერემონიაზე პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს კი პირველად ბავშვები შეასრულებენ. ქართველი სამხედროების მხარდამხარ, ამერიკელი ჯარისკაცები იდგებიან.

რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი, საქართველოს თავდაცვის შეიარაღებაში არსებული მძიმე ტექნიკის გამოფენა, მოდერნიზებული ვერტმფრენების და მოიერიშეების სანახაობრივი მანევრები და გალა - კონცერტი - ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ძირითადი კომპონენტებია. დღეს, თავისუფლების მოედანზე გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სტარტს 12 საათზე აიღებს. არაოფიციალური ნაწილი კი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საღამოს 20 საათზე, ცნობილი ქართველი, მსოფლიო დონის საოპერო შემსრულებლების მონაწილეობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტია დაგეგმილი.

დღის ამბები