15 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ოპოზიციონერ კოლეგებს მინდა გკითხოთ, ემხრობით თუ არა  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლა და დღეს არსებული მოცემულობით - არჩილ თალაკვაძე

"ემხრობით თუ არა  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლა და დღეს არსებული მოცემულობით. თქვენს ქვეყანას რაიმე დამატებით პირობებს უყენებთ, თუ თვლით, რომ საქართველო ამ დემოკრატიის პირობებში, ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით, ამ რეფორმებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს? არ ვიცი რომელ ერთ საკითხზე გიპასუხოთ, მაგრამ გეტყვით,  საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი," - ამ განცხადებით მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გამართულ პოლიტიკური დებატებისას.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რა გააკეთა მისმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში,  რა რეფორმები გატარდა და  რა შედეგები აქვს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით.

"გიორგი ვაშაძე ამბობდა - არის თუ არა ადამიანი ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოდო და მე პირდაპირ ფაქტებით გეტყვით, რომ დიახ, დღეს საქართველოს მოქალაქე, მისი სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გაცილებით დაცულია ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება.  ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება დღეს ორნახევარჯერ მეტია და ბევრად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა.  პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებები, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ბევრად უფრო მაღალი ხარისხით დაცული.  თუნდაც ის, რომ  საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა, ეს მიუთითებს, რომ დღეს ამ ქვეყანაში ადამიანი და მისი უფლებები ბევრად უფრო მაღალი ხარისხით არის დაცული,,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე სპიკერმა ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი  ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანამ მიიღო მიგვეღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მოგვეწერა ხელი მოეწერა  ვაჭრობის ხელშეკრულებას და გაკეთდა განაცხადი წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისივე თქმით, საქართველო 2009 წელს მიუერთდა და  გაფორმდა ევროპასთან პირდაპირი სამართლებრივი თანამშრომლობა, სადაც ევროპამ საქართველოს იუსტიციის სისტემა აღიარა როგორც სტანდარტებთან შესაბამისი პარტნიორი. მთავარმა ევროპულმა საპოლიციო სააგენტომ კი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები აღიარა როგორც სტანდარტებთან შესაბამისი პარტნიორი.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით.

"გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნით ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მაგ რეფორმის დამსახურებაც არის, რომ დღეს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში თქვენ, ოპოზიცია ყველაზე მეტ ადგილებს ფლობთ პარლამენტში.  მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თანახმად საქართველო 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე დაწინაურდა საკუთრების უფლების დაცვის  ინდექსში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერად უფრო კარგად არის საკუთრება ამ ქვეყანაში დაცული და ღამღამობით ადამიანები არ მიდიან პროკურატურაში, არ ჩუქნიან სახელმწიფოს თავის ქონებას, მემკვიდრეობას და ბიზნესს. ეს საზოგადოებამ იცის.  "დუინგ ბიზნეს" ანუ ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-12 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა საქართველო და ეს არის სწორედ იმ ევროპული რეფორმების დამსახურება, რაც ჩვენ ამ სფეროში გავატარეთ. "რეპორტიორებმა საზღვრის გარეშე" თქვეს თავის ანგარიშში, რომ საქართველო მედიის თავისუფლებით 105-ე ადგილიდან 64-ე ადგილზე დაწინაურდა, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოს სასამართლო სისტემის შეფასება 35 პოზიციით გააუმჯობესა 2011 წელთან შედარებით. ფეიზერის ინსტიტუტმა 70 -დან 35-ე ადგილზე დააწინაურა საქართველოს სასამართლო სისტემის შეფასება. ევროკავშირში ექსპორტი  2012 წელთან შედარებით გაორმაგდა და 353 მილიონიდან 740 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი. ასოცირების დღის წესრიგის 45% არის შესრულებული," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ  დატოვა საქართველო და განაცხადა, რომ ეს სიცრეა.

"ეს არის სიცრუე. თქვენ შეგიძლია ნახოთ, რომ სტატისტიკაში, საშუალოდ რაც იყო ემიგრაციის მაჩვენებელი, ეს არ გაზრდილა დიამეტრალურად, და პირიქით, მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში იყო მიგრაციაში დადებითი სალდო, რაც ნიშნავს, რომ მეტი ჩამოვიდა, ვიდრე წავიდა,"- აღნიშნა თალაკვაძემ.

მან თავის გამოსვლაში ასევე მიმართა გიორგი ვაშაძეს,

"მტკიცებულებების დასტა რომ მოიტანეთ აქ, თქვენ მთელი ოპოზიცია თითქმის, აგროვებთ მტკიცებულებებს და არა მარტო აქ მოგაქვთ, მიგაქვთ ყველასთან, ვისთანაც შეგიძლიათ, რომ ხელი შეუშალოთ საქართველოს ევროინტეგრაციას და დღეს თქვენ თვითონ აჩვენეთ საზოგადოებას რამხელა დასტა გაქვთ შეგროვილი ასეთი არგუმენტების. არ ვიცი რომელ ერთ საკითხზე გიპასუხოთ, მაგრამ გეტყვით,  საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები