15 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ოპოზიციას თავისუფლად შეიძლება დავარქვათ საკუთარ დებატებში დაკარგულები - მამუკა მდინარაძე

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ თითქმის 4 საათიან პოლიტიკურ დებატებს, რომელიც ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ეხებოდა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე  აფასებს.

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც მწვავე განცხადებებს აკეთებდა, დებატებისთვის ძალიან მოუმზადებელი აღმოჩნდა. 

"გულწრფელად, რომ გითხრათ, ველოდებოდი გაცილებით მომზადებულ "სფიჩებს" მათი მხრიდან და ძალიან მოუმზადებლები იყვნენ, რადგან გაიჭედნენ მათ ორ მთავარ მიზანს შორის - უნდოდათ დებატები მოეგოთ და უნდოდათ გამოეჩინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის.

საქართველო მზად არის და ბევრად უსწრებს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვთ და ყველაზე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა აირჩიეს გზა, რომ მათი ხსნა არის საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ამის გახმოვანება, ბალანსის დაცვა, ერთად ყველაფერი ძალიან გაუჭირდათ და ჩაიკარგნენ ამ დებატებში. თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში ჩაკარგულები, დაკარგულები.

კულმინაცია იყო, როცა არჩილ თალაკვაძემ სთხოვა მათ ხელის აწევით დაედასტურებინათ დღევანდელი მოცემულობით ღირდა თუ არა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ ერთმა აწია ხელი ოპოზიციიდან, ვერ გაბედეს ხელის აწევა, შეგვიძლია გავამძაფროთ და დავარქვათ ამას საქართველოს მტრობა, მეორე მხრივ დაბნეულობა შეიძლება დავარქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ყველა მოცემულობით, წაგებულ მდგომარეობაში არიან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები