ვაშინგტონი, სასურსათო კრიზისის საპასუხოდ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს. თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შტატებისა და მისი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციები ხელს არ უშლის უკრაინული და რუსული პროდუქციის ექსპორტს.
კარინ ჟან-პიერი ამბობს, რომ სწორედ რუსეთი ბლოკავს უკრაინული აგრო პროდუქტის ექსპორტს და ამით მსოფლიოში შიმშილის დონეს ზრდის. ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ომი და საზღვაო ბლოკადა.