დღეს, სენატში რესპუბლიკელებმა შიდა ტერორიზმის შესახებ კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც ქვედა პალატამ ბაფალოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რასობრივ ნიადაგზე მომხდარ დანაშაულთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაპირისპირების მიზნით მიიღო. ამ კანონპროექტს, ფედერალურ ძალოვან სააგენტოებში ანალიზის და მონიტორინგის ოფისები უნდა დაემატებინა და ზოგადად, გზა გაეხსნა შემდგომი დებატებისთვის, იარაღის კონტროლთან დაკავშირებით.
რესპუბლიკელმა რენდ პოლმა თქვა, რომ ძალოვან უწყებებში სხვადასხვა რასის ადამიანები გვერდიგვერდ მუშაობენ და ეს ინიციატივა მათი შეურაცხყოფაა.
"ეს კანონპროექტი, შეურაცხყოფს ამ ქვეყნის პოლიციის თითოეულ ოფიცერს, ის შეიარაღებული ძალების ყველა თანამშრომლის შეურაცხყოფაა. ეს კანონპროექტი ამბობს, რომ ძალოვანი უწყებები თეთრების უპირატესობით ინფილტრირებულია. თუ თქვენ ამ ქვეყნის სამხედრო და პოლიციელი ხართ, უნდა გააგებინოთ თქვენს კონგრესმენებს და სენატორებს, რომ თქვენ არ ხართ თეთრი რასის უპირატესობის მომხრე და შეურაცხმყოფელია, დემოკრატებმა ეს გიწოდონ",- განაცხადა პოლმა.