პარლამენტის სხდომის დღის წესრიგს, მმართველ პარტიაში ეხმიანებიან და ამბობენ, რომ ინტერპელაციის ფორმატი დეპუტატებისთვის შესაძლებლობაა იმისა, რომ მათ კონკრეტულ კითხვებზე, მთავრობის წევრებისგან კონკრეტული პასუხები მიიღონ. მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ 4 მინისტრის მოწვევა უპრეცედენტო მოვლენაა და ეს აქამდე არასდროს ყოფილა.
" ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნით, რომელმაც ინტერპელაციის საშუალება გამოიყენა, პრემიერი და დანარჩენი მინისტრები წარსდგებიან დღეს მათ წინაშე. ეს აქამდე ისტორიას არ ახსოვს, მით უმეტეს იმ რეჟიმის დროს",- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ დღეს პრემიერი ისაუბრებს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ უკრაინის მიმართ გამოხატა და მათივე თქმით, უპასუხებს იმ ბრალდებებს, რომელიც ამ კუთხით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ისმოდა.
"რადიკალური ოპოზიციის პირისპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ვფიქრობ, ოპოზიცია იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან მიზეზი ძალიან მარტივია - ჩვენი სასაუბრო საზოგადოებასთან არის ქვეყნის სტაბილურობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ეს არის დასმენები, დაბეზღება, სიძულვილი და ჰიბრიდული ომის წარმოება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ",- განაცხადა -ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა.