15 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის თანადგომას დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად - შალვა პაპუაშვილი

გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის თანადგომას დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - "ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის თანადგომას დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ასევე, სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის და არსებულ გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავების საქმეში. ამ მხრივ, თქვენი ჩართულობის, იდეების და ინიციატივების იმედიც გვაქვს. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვას და მათი ინტერესების დაცვას. დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურად არის ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები