15 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი 26 მაისთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო, სადაც მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და 26 მაისი მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და საქართველო ახლა ელოდება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი.

სახელმწიფო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები