28 აგვისტო 2026,   21:09
ვრცლად
მარიუპოლში დაღუპული უკრაინელების ცხედარები აღმოაჩინეს - მარიუპოლის მერის მრჩეველი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში, 70-მდე დაღუპული უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთებში რუსი ჯარისკაცები ყოფილი ქარხნის "ოქტიაბრის" ტერიტორიაზე, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, ნანგრევებს ასუფთავებენ.

5 თვის ბავშვი ემსხვერპლა დაბომბვას ხარკოვში, დაღუპულია 9 ადამიანი. დაშავებულია 19. ასევე იერიშები იყო დონეცკზეც, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლია ლისიჩანსკშიც, ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის მიმდებარედ, ოკუპანტები ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ.

დღის ამბები