პრეზიდენტი უერთდება უარგუმენტო კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა, სირცხვილი მისი განცხადებაა და პრობლემაა, როცა არ იცი, 26 მაისს რაზე ისაუბრო-,- მმართველი პარტიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტი სასამართლოს სამართლიანობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სირცხვილია, როცა დღეს ეს მემკვიდრეობა არ გრძელდება.
"როცა საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ეს ასეა, რომ ამ განცხადებით, მან სცადა სასამართლო სისტემის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი - ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, როცა ოპოზიცია აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როცა პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს სერიოზული პრობლემაა",-აცხადებს ირაკლი კობახიძე.