15 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი დოლარი, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ, ნამდვილად გამოვირჩევით მსოფლიო ქვეყნებს შორის.

პრემიერის თქმით, მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად, უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 მილიონი ლარი.

"ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე, ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა. დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტის ინფორმაციით, საქართველო, მეგობრებო, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით; უკრაინელი მეგობრების, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი. უკრაინის მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, ყველა საჭიროებით, რაც მათ საქართველოში სჭირდებათ. ასევე, შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. ასეთივე სკოლა ბათუმშიც გაიხსნა და ჯამში უკვე 900-ზე მეტი მოსწავლე არის ჩარიცხული," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები