15 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ნუთუ ბანკს, რომლის სანდოობაც  განისაზღვრება მისი დამაჯერებლობით პასუხში, რასაც რეპუტაციამდე მივყავართ, ერთხელ არ გაუჩნდა სურვილი განემარტა, რატომ დუმს – ვიქტორ ყიფიანი "კრედიტ სუისზე"

ასეთი მძიმე ბრალდებების ფონზე, ნუთუ ბანკს, რომლის სანდოობაც მისი არსებული თუ პოტენციური კლიენტების თვალში განისაზღვრება სწორედ მისი დამაჯერებლობით პასუხში, მისი არგუმენტირებულობით პასუხში, ყველაფრით იმით, რასაც ბანკის რეპუტაციამდე მივყავართ, ნუთუ ერთხელ მაინც არ გაუჩნდა სურვილი, რომ რაღაც განმარტება, ახსნა, საჯარო განცხადება ან თუნდაც პრესაში ინტერვიუს სახით აეხსნა, რატომ დუმს,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა, ვიქტორ ყიფიანმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია, რეალურად "კრედიტ სუისში" ივანიშვილის ფული არ არის, ეს ფული გადატანილია აბსოლუტურად სხვა ბანკის ანგარიშზე.

როგორც ყიფიანი აღნიშნავს, ბანკი ვერ გაუფრთხილდება იმას, რაც ფიზიკურად არ გააჩნია.

"ასეთი მძიმე ბრალდებების ფონზე, ნუთუ ბანკს, რომლის სანდოობაც მისი არსებული თუ პოტენციური კლიენტების თვალში განისაზღვრება სწორედ მისი დამაჯერებლობით პასუხში, მისი არგუმენტირებულობით პასუხში, ყველაფრით იმით, რასაც ბანკის რეპუტაციამდე მივყავართ, ნუთუ ერთხელ მაინც არ გაუჩნდა სურვილი, რომ რაღაც განმარტება, ახსნა, საჯარო განცხადება ან თუნდაც პრესაში ინტერვიუს სახით აეხსნა, რატომ დუმს. ნუთუ მას ეს ბრალდებები არ აწუხებს. უკვე კარგა ხანია და რამდენიმე წელია, რეალურად "კრედიტ სუისში" ბატონი ივანიშვილის ფული არ არის. ეს ფული იქნა გადატანილი აბსოლუტურად სხვა ბანკის ანგარიშზე. აქედან გამომდინარე საკუთრივ ეს შესაძლო ახსნა ბანკის დუმილისა, საფუძველს მოკლებულია. ბანკი ვერ გაუფრთხილდება იმას, რაც ფიზიკურად არ გააჩნია. ეს ფინანსური რესურსი "კრედიტ სუისის" ანგარიშებზე არ იმყოფება”,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

დღის ამბები