15 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან, ოპოზიცია გაჯანსაღდება - ირაკლი კობახიძე

დღეს პარლამენტში პრემიერს და ოთხ მინისტრს უსმენენ. პარლამენტში სიტყვით გამოვიდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ისაუბრა ძლიერი ოპოზიციის მნიშვნელობაზე.

"ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა: რა აკლია ჩვენს ქვეყანას, რომ გახდეს ევრკავშირის წევრობის კანდიდატი - აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა. პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია ასეთი სუსტი და უშინაარსოა, ბუნებრივია შორს არის იმ სტანდარტებისგან, რაც არის ევროპის ქვეყნებში. 

როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან, ოპოზიცია გაჯანსაღდება. როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება, სააკაშვილი, გვარამია და სხვებისგან, მაშინვე ჩვენ გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა. ჩვენ ვართ შინაარსობრივად ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის არის შინაარსით და ორგანულად მიუღებელი, რომ სააკაშვილი და გვარამია ქართული პოლიტიკის წევრები არიან," - აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები