პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტმა ღირსების ორდენით უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი და საელჩოს 5 თანამშრომელი დააჯილდოვა. მან უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, დიპლომატებს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან მძიმე დროს თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში. თქვენ შეინარჩუნეთ საქართველოს არა მხოლოდ წარმომადგენლობა ამ პერიოდში უკრაინაში, არამედ საქართველოს სახელი," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.