პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერმინ "შავ ხვრელზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ეს თავად მოიგონა.
"შავი ხვრელი" - ეს არის პიკი თავხედობის. "შავი ხვრელი" - ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს ამ კამპანიით მივიდნენ იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს - თუ რას აკეთებთ ამ „შავი ხვრელის“ გამოსარიცხად. ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან - ნუ ვაკრიტიკებთ, ნუ ვესხმით თავს ევროპარლამენტარებს, კონკრეტულ ადამიანებს. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ, ამას ოპოზიცია ეძახის თავდასხმას. ანუ, რომ გცემენ, ხელი არ უნდა შეუბრუნო - ეს არის თავდასხმა და ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას, ეს ცალკე პარადოქსია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.