პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგას უსმენენ. ის ერთ-ერთია იმ სამ მინისტრსა და პრემიერს შორის, რომლებიც ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.
რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით, ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელზე პასუხსაც "ნაციონალური მოძრაობა" რატი ბრეგაძისგან ითხოვს.
ბრეგაძეს პარლამენტში ამ წუთებში უსმენენ, მანამდე კი განმარტებებს ეკონომიკის მინისტრი აკეთებდა, რომელთანაც კითხვები ამჯერად უკვე მმართველ პარტიას ჰქონდა.