26 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან, თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი მყიდველებს სხვა ბაზარზე იპოვის და შეძლებს უფრო მეტი გამოიმუშაოს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან.

"ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის მყიდველებს სხვა ბაზარზე და შეძლებს გამოიმუშაოს უფრო მეტი, პროდუქტზე ფასი კი გაიზრდება "- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ტელეკომპანია MSNBC-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უნდა იპოვოს იმგვარი ბალანსი, რომ საკუთარი ეკონომიკა ძალიან არ დააზარალოს.

"თუ ჩვენ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ალბათობით, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და გამოიმუშავებს უფრო მეტს,"- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები