15 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ხვალ, თბილისს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს, ხვალ, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. 

ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. 

დაგეგმილია შევხედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით და ასევე, მედიისათვის ერთობლივი განცხადების გაკეთება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. 

ვაჰაგნ ხაჩატურიანი, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და  საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს. 

დღის ამბები