საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელებს კიევის დღე მიულოცა. როგორც ზურაბიშვილი ,,ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, კიევის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება.
"გილოცავთ კიევის დღეს! 1 540 წლის ლამაზი, ევროპული ქალაქი, რომლის მომავალიც ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორც მისი ისტორია. ვულოცავ კიევის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება," – წერს სალომე ზურაბიშვილი.